დოკუმენტის დამოწმება

ნოტარიუსის მიერ დოკუმენტის დამოწმება არის პროცესი, რომლის დროსაც ნოტარიუსი (კანონიერად უფლებამოსილი თანამდებობის პირი) ადასტურებს დოკუმენტის ნამდვილობას, მასზე ხელმომწერი პირის ვინაობას და/ან იმ ფაქტს, რომ ის ნებაყოფლობით და შეგნებულად იქნა ხელმოწერილი. ეს პროცესი ხელს უწყობს უკანონობის აღმოფხვრას და კანონსაწინააღმდეგო გზით საბუთების გაყალბების ხელიშეშლას. ნოტარიული დამოწმება ხშირად საჭიროა იურიდიული და ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად.

რას აკეთებს ნოტარიუსი
დოკუმენტის დამოწმების დროს:

1. იგი ახდენს ხელმომწერის იდენტიფიცირებას:
  • ნოტარიუსი ამოწმებს მოქმედ, სახელმწიფოს მიერ გაცემულ პირადობის დამადასტურებელ ფოტოსურათიან დოკუმენტს, რათა დაადასტუროს დოკუმენტის ხელმომწერი პირის ვინაობა.
2. აკვირდება ხელმოწერას (საჭიროების შემთხვევაში):
  • ნოტარიუსი ესწრება ფაქტს, რომ  ხელმომწერმა პირმა ხელი  მოაწეროს დოკუმენტაციას პირადად, ნოტარიუსი აკვირდება, რომ ხელმოწერა გაკეთდა ნებაყოფლობით, იძულების გარეშე.
3. ფაქტების აღრიცხვა:
  • ნოტარიუსი  დოკუმენტის დამოწმებასა და აღრიცხვას ახორციელებს სპეციალური წესით. დოკუმენტზე  აღნიშნავს თარიღს, დოკუმენტის ტიპს და პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემებს.
  • ნოტარიუსი საბუთებს აწერს ხელს და ამოწმებს ბეჭდით.

კანონით დადგენილ შემთხვევებში
ან მხარეთა შეთანხმებით
ადასტურებს გარიგებებს:

ბ) გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას;
გ) გასცემს მემკვიდრეობის უფლების მოწმობას;
დ) გასცემს მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების მოწმობას;
ე) იღებს ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად;
ვ) ამოწმებს დოკუმენტის ასლისა და ამონაწერის სისწორეს დედანთან;
ზ) ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას;
თ) ამოწმებს დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორეს;
ი) ადასტურებს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს;
კ) ადასტურებს მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს;
ლ) ადასტურებს მოქალაქის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან;

მზად ხართ გაიმარტივოთ
სამართლებრივი მოგზაურობის გზა?

მოგვეცით საშუალება, რომ იურიდიულ სირთულეებს ჩვენ გავუმკლავდეთ, ხოლო თქვენ შეძლოთ სხავა მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრირება.

დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული იურიდიული მომსახურება.

Scroll to Top