საქორწინო კონტრაქტები
საქორწინო ხელშეკრულება, ასევე უწოდებენ წინასაქორწინო შეთანხმებას არის სამართლებრივი შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია ორ ადამიანს შორის ქორწინებამდე ან ქორწინების დროს, აღნიშნული ხელშეკრულება გვაძლევს საშუალებას გამარტივებულად მოვაგვაროთ სხვადასხვა საკითხები წყვილის განქორწინების ან ერთ-ერთი პარტნიორის გარდაცვალების შემთხვევაში.
🔍 რა არის საქორწინო კონტრაქტი?
საქორწინო კონტრაქტი არის სამართლებრივი შეთანხმება, რომელიც შეიძლება განსაზღვრავდეს წყვილს შორის:
- აქტივებისა და პასივების გაყოფას
- მეუღლის მხარდაჭერას (ალიმენტი)
- ქორწინების დროს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების განსაზღვრას
- ბიზნეს ინტერესების დაკმაყოფილებას განქორწინებისას
- ქორწინების დროს ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხის
- ქონებრივ და არაქონებრივ უფლება-მოვალეობებს
🧾 საქორწინო კონტრაქტების სახეები
1. წინასაქორწინო შეთანხმება (Prenup)
- ქორწინებამდე ხდება მისი ხელმოწერა.
- ეს ხელშეკრულება ასახავს ქონებრივ და ფინანსურ შეთანხმებებს განქორწინების ან გარდაცვალების შემთხვევაში.
2. ქორწინების შემდგომი შეთანხმება არის (Postnup)
- რომელზეც ხელმოწერა ხდება ქორწინების შემდეგ პერიოდიში.
- ეს არის წინა ქორწინების მსგავსი შინაარსის მქონე ხელშეკრულება, მაგრამ მომავალში ითვალისწინებს შეცვლას გარემოებების ცვლილებასთან დაკავშირებით.
3. ასევე შეიძლება გაფორმდეს თანაცხოვრების ხელშეკრულება ერთად მცხოვრები ქორწინებაში არმყოფი წყვილებისთვის.
⚖️ რატომ უნდა გავაფორმოთ საქორწინო კონტრაქტი?
- წინასწარ განისაზღვრება ინდივიდუალური აქტივების დაცვა (მაგ., მემკვიდრეობა, ბიზნესი).
- მარტივად განისაზღვრება პასუხისმგებლობები ქორწინებაში.
- ამცირებს კონფლიქტს განქორწინების ან დაშორების შემთხვევაში.
- უზრუნველყოს მეტად მშვიდ ურთიერთობებს წყვილთა შორის.
🛑 რისი განსაზღვრა არ შეიძლება საქორწინო კონტრაქტით:
- მშობლის უფლებაზე უარის თქმა
- წინასწარ მეურვეობის განსაზღვრა
- არ შეიძლება ხელშეკრულება ემსახურებოდეს ან/და წაახალისოს განქორწინების მიზანი.
- არ შეიძლება იყოს იძულებით ხელმოწერილი ან ისეთი ფორმით შედგენილი, რაც მძიმე/არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს რომელიმე მხარეს.
📝 ხელშეკრულების ძირითადი ელემენტები:
- ორივე მხარე აცხადებს და აფიქსირებს საკუთარ ნებას;
- უმჯობესია, თუ თითოეული მხარე, ხელშეკრულების ხელმოწერამდე კონსულტაციას გაივლის ადვოკატთან.
- ხელშეკრულება ფორმდება ნებაყოფლობით – ხელმოწერილია ზეწოლისა და იძულების გარეშე.
- აუცილებელია ხელშეკრულებაში გაწერილი პირობები იყოს სამართლიანი და გონივრული.
მზად ხართ გაიმარტივოთ სამართლებრივი მოგზაურობა?
მოგვანდეთ იურიდიულ სირთულეებთან გამკლავება. ხოლო თქვენ კონცენტრირდით სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული მომსახურება.