დოკუმენტის დამოწმება

მეწარმე და არასამეწარმეო იურიდიული პირების საკორპორაციო დოკუმენტების დამოწმება

1. იურიდიული პირის განმარტება:

სამეწარმეო იურიდიულ პირად ითვლება საზოგადოება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობის განხორციელება, მოგების მიღების მიზნით.

სამეწარმეო იურიდიული პირების ჩამონათვალი არის შემდეგი:

  • სააქციო საზოგადოება;
  • კომანდიტური საზოგადოება;
  • სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება;
  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;
  • ინდივიდუალური მეწარმე;

საქართველოს კანონმდებლობა იცნობს არასამეწარმეო იურიდიული პირებს, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაცები, ფონდები, კავშირები.

2. სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაცია (ზოგადი)
მეწარმე იურიდიული პირებისთვის
  • წესდება 
  • სადამფუძნებლო შეთანხმება 
  • ბიზნესის რეგისტრაციის მოწმობა/ამონაწერი
  • საგადასახადო რეგისტრაციის დოკუმენტები
  • ლიცენზია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
არასამეწარმეო იურიდიული პირები
  • წესდება
  • სადამფუძნებლო შეთანხმება
  • ამონაწერი
  • სარეგისტრაციო მოწმობა
  • გადასახადისგან გათავისუფლების მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
3. დამოწმების პროცესი
ნაბიჯი 1: დოკუმენტაციის მომზადება
  • სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება, ცნობების მოგროვება უფლებამოსილი ორგანოებიდან და თარგმნილი (საჭიროების შემთხვევაში).
  • შესაძლოა საჭირო გახდეს ორიგინალი დოკუემენტაციის ან ნოტარიულად დამოწმებული ასლების წარდგენა.
ნაბიჯი 2: ნოტარიულად დამოწმება
  • შესაძლებელია დოკუმენტაციის სანოტარო წესით დამოწმება, ან ასლი დედანთან სისწორის დამოწმება.
  • ნოტარიუსს შეუძლია ასევე დაადასტუროს ხელმოწერების ნამდვილობა.
ნაბიჯი 3: ლეგალიზაცია ან აპოსტილი

შესაძლებელია დოკუმენტს სჭირდებოდეს ლეგალიზაცია ან აპოსტილი (თუ აღნიშნული დოკუმენტაცია საერთაშორისო გამოყენებისთვისაა საჭირო)
აპოსტილი საჭიროა თუ:

  • დოკუმენტები გამოიყენება სხვა ქვეყანაში წარსადგენად
    • აპოსტილი გამოიყენება იმ ქვეყნებისთვის, რომელიც ჰააგის კონვენციის წევრი სახელმწიფოებისთვის
    • საკონსულო ლეგალიზაცია გამოიყენება იმ ქვეყნებისთვის, რომელიც ჰააგის კონვენციის არაწევრი ქვეყანაა.
ნაბიჯი 4: ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტები იგზავნება:
  • სამეწარმეო რეესტრში სარეგისტრაციოდ
  • შესაძლებელია მათი გაგზავნა საგადასახადო ორგანოებში
  • ან იუსტიციის სახლში აპოსტილის მისაღებად

მზად ხართ გაიმარტივოთ სამართლებრივი მოგზაურობა?

მოგვანდეთ იურიდიულ სირთულეებთან გამკლავება. ხოლო თქვენ კონცენტრირდით სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული მომსახურება.

Scroll to Top