პიროვნების იგივეობის დადასტურება

პიროვნების იგივეობის დადასტურება

ფოტოზე გამოსახულ პირთან ფიზიკური პირის ვინაობის დადასტურება

  1. ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ფიზიკური პირის ვინაობას ნოტარიუსი ადასტურებს შესაბამისი მოწმობის გაცემით. არასრულწლოვანთან ერთად ფოტოსურათზე გამოსახული პირის ვინაობის დადასტურებისას გამოიყენება ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი.
  2. მოწმობაში აუცილებლად უნდა მიეთითოს: ფოტოზე გამოსახული პირის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, საცხოვრებელი ადგილი და იმ დოკუმენტის რეკვიზიტები, რომლის საფუძველზეც დადგინდა ფოტოზე გამოსახული პირის ვინაობა. ფოტოსურათი უნდა განთავსდეს მოწმობის ზედა მარცხენა კუთხეში და მასზე დაისვას ნოტარიუსის ბეჭედი ისე, რომ ბეჭდის ნაწილი აისახოს ფოტოსურათის ქვედა მარჯვენა მხარეს, ნაწილი კი ფურცელზე, რომელზედაც დატანილია ფოტო.

მზად ხართ გაიმარტივოთ
სამართლებრივი მოგზაურობა?

მოგვანდეთ იურიდიულ სირთულეებთან გამკლავება. ხოლო თქვენ კონცენტრირდით სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული მომსახურება.

Scroll to Top