დოკუმენტის ასლის დამოწმება ნიშნავს, რომ უფლებამოსილი პირი ადასტურებს ასლის დედანთან შესაბამისობას. დოკუმენტის ასლის დამოწმება ხშირად გამოიყენება სახელმწიფო ორგანოებში წარსადგენად. უმთავრესად ხდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების, აკადემიური ჩანაწერების ან იურიდიული დოკუმენტაციის ასლის დადასტურება.
დოკუმენტის დამოწმებული ასლის მისაღებად:
1. ვამრავლებთ დოკუმენტს საჭირო რაოდენიბით;
ასლი უნდა იკითხებოდეს გარკვევით.
2. ასლი და დედანი დოკუმენტი იკინძება ერთად, რაზეც ნოტარიუსი ახორციელებს ხელმოწერას;
3. რას გააკეთებს ნოტარიუსი?
ასლს და დედანს ერთად ამოწმებს, აწერს, რომ ასლი დედანთან შესაბამისობაშია, უთითებს თარიღს და არტყამს ბეჭედს.
მზად ხართ გაიმარტივოთ
სამართლებრივი მოგზაურობა?
მოგვანდეთ იურიდიულ სირთულეებთან გამკლავება. ხოლო თქვენ კონცენტრირდით სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული მომსახურება.