დღეს, როცა ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და ინტერნეტი სივრცე ბიზნესის უმთავრესიპლატფორმა ხდება, სულ უფრო ხშირად გვხვდება ტერმინი „ვირტუალური კომპანია“ . ეს ცნებაგანსაკუთრებით პოპულარულია სტარტაპებში, ონლაინ მომსახურების სფეროში და დისტანციურიმუშაობის პირობებში. მაგრამ რას ნიშნავს რეალურად „ვირტუალური კომპანია“ და როგორია მისიფუნქციონირების სპეციფიკა?
რა არის ვირტუალური კომპანია?
„ვირტუალური კომპანია“ კანონით განსაზღვრული ცნება არ არის და იგი არ არის ორგანიზაციულ-სამართლებრივი წამონაქმნი, ის უფრო პრაქტიკულ და ყოველდღიურ ბიზნეს ენაში გამოიყენება.ტერმინი აღნიშნავს ისეთ კომპანიას, რომელიც:
ფუნქციონირებს ონლაინ გარემოში,
ძირითად შემთხვევაში არ ფლობს ფიზიკურ ოფისს,
საქმიანობს დისტანციურად (მომსახურე პერსონალი სხვადასხვა ქვეყნიდანაც კი შეიძლებამუშაობდნენ),
სერვისებს ან პროდუქციას სთავაზობს ციფრულ ფორმატში.
ეს არის კომპანია, რომლის ძირითად პლატფორმას წარმოადგენს ინტერენტ სფერო და ციფრულიტექნოლოგიები.
ვირტუალური კომპანიის მახასიათებლები და უპირატესობები
დისტანციური მუშაობა – თანამშრომლები ოფისში ფიზიკურად არ იკრიბებიან; ისინი იყენებენ Zoom-ს, Microsoft Teams-ს და სხვა ციფრულ პლატფორმებს, რასაც ამ შემთხვევაში ვირტუალური ოფისი ეწოდება.
ხარჯების მინიმიზაცია – არ სჭირდება ოფისის ქირაობა, კომუნალური გადასახადები და ოფისის შენარჩუნება.
კადრების მრავალფეროვნება – თანამშრომელთა აყვანა შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნიდან, რაცზრდის კონკურენტულობას.
ადაპტირება და მოქნილობა – ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება, ბაზრის მოთხოვნებზე ადაპტირება.
გლობალური ბაზარზე წვდომა – დისტანციურად ფართო მასშტაბებზე წვდომა.
მარტივი ფორმალობა – ვირტუალური კომპანიისთვის ძირითადად დამახასიათებელია, ყოველდღიური ოპერაციების მარტივი ფორმალურობა.
ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება – კომპანიის ეფექტიანობა პირდაპირ არის დამოკიდებულიინტერნეტ–ინფრასტრუქტურაზე, ციფრულ უსაფრთხოებაზე და პროგრამულ უზრუნველყოფაზე.
სად შეიძლება გაიგო მეტი ვირტუალურ კომპანიებზე?
ბიზნეს ლიტერატურა და სტარტაპების ბლოგები – პრაქტიკული გამოცდილების გასაზიარებლად.
იურიდიული და საგადასახადო ფირმები – თუ როგორ რეგულირდება დისტანციური ბიზნესიკონკრეტულ ქვეყანაში.
ოფიციალური სახელმწიფო წყაროები – მაგალითად, ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლებისსამსახური, საქართველოს საგადასახადო კოდექსი.
დასკვნა
„ვირტუალური კომპანია“ ახალი ეკონომიკის ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური ტენდენციაა, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. მას ახასიათებს მოქნილობა, ხარჯების შემცირება დაგლობალურ ბაზარზე სწრაფად გასვლის შესაძლებლობა. ვირტუალური კომპანიის წარმატებული ჩამოყალიბება და ეფექტიანი ფუნქციონირება მოითხოვს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ რესურსებსა და მოქნილ ბიზნეს-მოდელს, არამედ სწორი სამართლებრივი ფორმისა და საგადასახადო რეჟიმის შერჩევასაც, სწორედ ამიტომ აუცილებელია სრულყოფილი კონსულტაცია კომპეტენტურ იურისტთან.
სრულყოფილი კონსულტაციისა და კონკრეტული პრაქტიკული რეკომენდაციების მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ – თქვენ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენი ვირტუალური კომპანიისათვის და ყველაზე ეფექტიანი სამართლებრივი, საგადასახადო გზის შერჩევაში.
ავტორი: გაბრიელ ვასაძე