დოკუმენტის დამოწმება
მეწარმე და არასამეწარმეო იურიდიული პირების საკორპორაციო დოკუმენტების დამოწმება
1. იურიდიული პირის განმარტება:
სამეწარმეო იურიდიულ პირად ითვლება საზოგადოება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობის განხორციელება, მოგების მიღების მიზნით.
სამეწარმეო იურიდიული პირების ჩამონათვალი არის შემდეგი:
- სააქციო საზოგადოება;
- კომანდიტური საზოგადოება;
- სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება;
- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;
- ინდივიდუალური მეწარმე;
საქართველოს კანონმდებლობა იცნობს არასამეწარმეო იურიდიული პირებს, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაცები, ფონდები, კავშირები.
2. სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაცია (ზოგადი)
მეწარმე იურიდიული პირებისთვის
- წესდება
- სადამფუძნებლო შეთანხმება
- ბიზნესის რეგისტრაციის მოწმობა/ამონაწერი
- საგადასახადო რეგისტრაციის დოკუმენტები
- ლიცენზია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
არასამეწარმეო იურიდიული პირები
- წესდება
- სადამფუძნებლო შეთანხმება
- ამონაწერი
- სარეგისტრაციო მოწმობა
- გადასახადისგან გათავისუფლების მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
3. დამოწმების პროცესი
ნაბიჯი 1: დოკუმენტაციის მომზადება
- სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება, ცნობების მოგროვება უფლებამოსილი ორგანოებიდან და თარგმნილი (საჭიროების შემთხვევაში).
- შესაძლოა საჭირო გახდეს ორიგინალი დოკუემენტაციის ან ნოტარიულად დამოწმებული ასლების წარდგენა.
ნაბიჯი 2: ნოტარიულად დამოწმება
- შესაძლებელია დოკუმენტაციის სანოტარო წესით დამოწმება, ან ასლი დედანთან სისწორის დამოწმება.
- ნოტარიუსს შეუძლია ასევე დაადასტუროს ხელმოწერების ნამდვილობა.
ნაბიჯი 3: ლეგალიზაცია ან აპოსტილი
შესაძლებელია დოკუმენტს სჭირდებოდეს ლეგალიზაცია ან აპოსტილი (თუ აღნიშნული დოკუმენტაცია საერთაშორისო გამოყენებისთვისაა საჭირო)
აპოსტილი საჭიროა თუ:
- დოკუმენტები გამოიყენება სხვა ქვეყანაში წარსადგენად
- აპოსტილი გამოიყენება იმ ქვეყნებისთვის, რომელიც ჰააგის კონვენციის წევრი სახელმწიფოებისთვის
- საკონსულო ლეგალიზაცია გამოიყენება იმ ქვეყნებისთვის, რომელიც ჰააგის კონვენციის არაწევრი ქვეყანაა.
ნაბიჯი 4: ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტები იგზავნება:
- სამეწარმეო რეესტრში სარეგისტრაციოდ
- შესაძლებელია მათი გაგზავნა საგადასახადო ორგანოებში
- ან იუსტიციის სახლში აპოსტილის მისაღებად
მზად ხართ გაიმარტივოთ სამართლებრივი მოგზაურობა?
მოგვანდეთ იურიდიულ სირთულეებთან გამკლავება. ხოლო თქვენ კონცენტრირდით სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული მომსახურება.