document, agreement, documents, sign, business, paper, pen, calculator, agreement, agreement, agreement, calculator, calculator, calculator, calculator, calculator

ნასყიდობის ხელშეკრულება

ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სამართლებრივ გარიგებას, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება.

ნასყიდობა, ერთი შეხედვით, ყველაზე მარტივი და გასაგები გარიგებაა. კერძოდ:

  • გამყიდველი ვალდებულია ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი გადასცეს მყიდველს და შესაბამისად მას აქვს თანხის მოთხოვნის უფლება;
  • მყიდველი ღებულობს ნივთს და ვალდებულია გადაიხადოს ნივთის საფასური.

პრაქტიკული სირთულეები

თუმცა რეალურად ეს პროცესი არც ისე მარტივია. უამრავი შემთხვევა გვიჩვენებს, რომ როცა მხარეები დეტალურად არ განსაზღვრავენ არსებით პირობებს – სწორედ მაშინ იწყება პრობლემები.

აქედან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულება მოითხოვს ყველა არსებითი პირობის დეტალურად განსაზღვრას.

მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში ხშირია დავები, რაც გამოწვეულია:

  • პირობების არასრულყოფილი ფორმულირებით;
  • ან რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების არსებითი დარღვევით.

მხარეთა ვალდებულებები

ნასყიდობის ხელშეკრულების ძალით ურთიერთობის მხარეებს წარმოეშობათ გარკვეული ვალდებულებები.

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1 და 2 ნაწილის საფუძველზე:

  • გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე და მიწაოდოს ნივთი.
  • მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური და მიიღოს ნაყიდი ქონება.

იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მხარე დაარღვევს ნაკისრ ვალდებულებას, კრედიტორს (დაზარალებულ მხარეს) უჩნდება გარკვეული მოქმედებების განხორციელების უფლება, რასაც სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს ნასყიდობის ხელშეკრულების თავში.

ნასყიდობის ხელშეკრულების მნიშვნელობა

ნასყიდობის ხელშეკრულება არ წარმოადგენს მხოლოდ მარტივ ფორმალურობას მოძრავი ნივთის ყიდვა-გაყიდვისას.
ის ვრცელდება:

  • როგორც მატერიალურ, ისე არამატერიალურ ქონებაზე;
  • როგორც მოძრავ, ისე უძრავ ქონებაზე.

სწორედ აქედან გამომდინარეა საყურადღებო მისი სამართლებრივი კონსტრუქციის მკაფიოდ განსაზღვრა და ყველა არსებითი პირობის დეტალურად ჩამოწერა ხელშეკრულებაში.

როგორ მოვახდინოთ ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამოწვეული პრობლემების პრევენცია?

1. იურიდიული კონსულტაცია

ნებისმიერი ტიპის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე უმჯობესია გავესაუბროთ იურისტს, რომელიც უფრო მკაფიოდ ახსნის ხელშეკრულების გარემოებებს და მოგცემს ადეკვატურ რჩევებს.

2. უძრავი ქონების სპეციფიკა

როდესაც საქმე ეხება უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ პროცედურები უფრო რთულია, ვიდრე მოძრავ ქონებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე:
იმისათვის, რომ მოვიპოვოთ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, აუცილებელია:

  • წერილობითი ფორმა
  • და გარიგებით განსაზღვრული საკუთრების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

3. არსებითი პირობების განსაზღვრა

ნებისმიერი ნასყიდობის ხელშეკრულებისას აუცილებელია განისაზღვროს:

  • ნივთი – რას ყიდის გამყიდველი და რას ყიდულობს მყიდველი;
  • დრო – როდის მოხდება ნივთის გადაცემა ან რეგისტრაცია;
  • ფასი – რა თანხა უნდა გადაიხადოს მყიდველმა;
  • ადგილი – გარკვეულ შემთხვევებში აუცილებელია განისაზღვროს ნივთის გადაცემის ან გაგზავნის ადგილი.

4. შეზღუდვების გადამოწმება

ნივთის შეძენისას აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ, არის თუ არა ქონებაზე რაიმე შეზღუდვა (იპოთეკა, დავალიანება და სხვა). წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაუგებრობამ სასამართლო დავამდე მიგვიყვანოს.

ნასყიდობის ხელშეკრულება ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ რეალურად მოითხოვს არსებითი პირობების მკაფიოდ განსაზღვრას, იურიდიულ კონსულტაციას და ყურადღებას ყველა დეტალზე– განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე უძრავ ქონებას ეხება.

ავტორი: გაბრიელ ვასაძე

Scroll to Top