რა არის პატენტი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

პატენტი არის დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო გასცემს და რომელიც პატენტის მფლობელს ანიჭებს გამოგონებაზე ექსკლუზიურ უფლებას. ეს უფლება იცავს გამოგონების ტექნიკურ გადაწყვეტას, რომელიც შეიძლება იყოს პროდუქტი ან მისი კონკრეტული გამოყენება სხვადასხვა სფეროში.

თუმცა, ყველა იდეა ვერ გახდება პატენტის ობიექტი. პატენტის მისაღებად გამოგონებამ უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები:

– ტექნიკური გადაწყვეტა უნდა იყოს ახალი და ადრე უცნობი.

– გამოგონებამ უნდა აჩვენოს ინოვაციური მიდგომა, რომელიც სცდება ამ სფეროში მცოდნე ადამიანისათვის თვალსაჩინოს.

პატენტის რწმუნებულები საქართველოში

საქართველოში რეგისტრირებულია დაახლოებით 60 კვალიფიციური პატენტის რწმუნებული, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრების საკითხებში დაგეხმარებიან. პატენტის რწმუნებულების ოფიციალური სია ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ინტელექტუალური საკუთრების ცენტრის ვებგვერდზე.

პატენტის რეგისტრაციის სერვისების ტიპები

ჩვენ გთავაზობთ ინტელექტუალური საკუთრების შემდეგი ობიექტების რეგისტრაციის სრულყოფილ მხარდაჭერას:

1. გამოგონება

2. სასარგებლო მოდელი

3. დიზაინი

4. დომენი

5. სავაჭრო ნიშანი

6. გეოგრაფიული აღნიშვნა

7. ავტორული და მასთან დაკავშირებული უფლებები

8.კომპიუტერული პროგრამა

9. ლიცენზიის უფლებები

თუ გსურთ დაიცვათ თქვენი გამოგონება, ბრენდი ან შემოქმედებითი ნამუშევარი, პატენტის პროცესის გაგება პირველი ნაბიჯია თქვენი ინტელექტუალური უფლებების დასაცავად.

Scroll to Top