top of page

სამისდღემშიო რჩენა- როგორ დავიცვათ ასაკოვანი ხალხი ტყუილისგან?

სამწუხაროდ, საკმაოდ გახშირდა, მოხუცთა მოტყუების ფაქტები, თითქოს მარტოხელა ადამიანებზე ზრუნავენ მეზობლები, ახლობლები და შემდეგ მათ სიცოცხლეშივე აიძულებენ ან მოტყუებით ითანხმებენ რომ მათ საკუთრებაში არსებული ქონება გადაუფორმონ, სინამდვილეში კი  ართმევენ ქონებას და მზრუნველობა მოკლებულთა თავშესაფარში აგზავნიან. გამოდის რომ საკუთარი ბინიდან აგდებენ.



როგორ მოვიქცეთ, რომ ასეთი სიტუაცია თავიდან ავიდირდოთ?

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იცნობს ისეთ ცნებას, როგორიცაა სამისდღემშიო რჩენა.


ეს არის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მარჩენალი მოვალეა გადაუხადოს სარჩენს მთელისიცოცხლის განმავლობაში სარჩო, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო სარჩენი მოვალეა გადასცეს მარჩენალს საკუთრებად ქონება. სამისდღეშიო სარჩო შეიძლებადადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელიდახმარებით).


ვინ არიან ხელშეკრულების მონაწილეები:

მარჩენალი და სარჩოს მიმღები.


როგორი ხასიათი აქვს ხელშეკრულებას?

სამისდღმშიო რჩენის ხელშეკრულება ატარებს სასყიდლიან ხასიათს და მოიაზრებს ერთი მხარის მიერ ქონების საკუთრებაში გადაცემას, მეორე მხარის მიერ ანაზღაურების (ზრუნვის) გადახდის სანაცვლოდ.

ხელშეკრულება ვადიანია, და ვადაშია სანამ სარჩენი პირი არის ცოცხალი.


რა ფორმით იდება აღნიშნული ხელშეკრულება?

სამისდღმშიო რჩენის ხელშეკრულება იდება წერილობით და მოწმდება სანოტარო წესით.


მარჩენალის გარდაცვალების შემთხვევაში, სარჩენის რჩენის ვალდებულება გადადის მისმემკვიდრეებზე, რომლებმაც მიიღეს ქონება. თუ მემკვიდრეები უარს იტყვიან ამ მოვალეობისშესრულებაზე, მაშინ ქონება დაუბრუნდება სარჩენს. ამ დროს ხელშეკრულება შეწყდება.

 
 
 

Comments


LEGALSTUDIO

bottom of page